Shopping Style's Blog

შოკოლადის მოდა

Posted on: May 21, 2010

პარიზში ჩატარდა შოკოლადის ყოველწლიური გამოფენა. როგორც შოკოლადის მწარმოებლები აცხადებენ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მათ გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა, ვინაიდან სპეციალისტთა შეხედულებით, სტრესის დროს ადამიანი უფრო მეტ ტკბილეულობას იღებს. ახლახანს გაიმართა ძალზე უჩვეულო მოდის ჩვენება-პოდიუმზე გამოჩნდნენ შოკოლადის ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელები. თანაც შოკოლადისგან იყო დამზადებული არამარტო კაბები, არამედ შლაპები, ყელსაბამები და მრავალი სხვა აქსესუარი. ჩვენება კლასიკური მუსიკის თანხლებით მიდიოდა,რომელთა შემსრულებლებმაც (საოპერო მომღერლებმა) სიამოვნებით მოირგეს შოკოლადისგან დამზადებული ორიგინალური სამოსი. გაეცანით ამ ეგზოტიკური მოვლენის ამსახველ ფოტომასალას. 🙂

Written & Published By George Lomtadze

Leave a comment