Shopping Style's Blog

გთავაზობთ, საზაფხულო სამკაულების მოდელებს. გაეცანით და გააკეთეთ საკუთარი არჩევანი თქვენი ხასიათისა და ჩაცმულობის შესაბამისად. 🙂

Written & Published By George Lomtadze

Nike–მა გამოუშვა სპორტული მარკისთვის საკმაოდ უცნაური სანდლების კოლექცია სახელწოდებით “გლადიატორი”. კოლქციაში 6 ფერის საკმაოდ კარგი მოდელია და მისი ფასია $80. ვფიქრობთ, ზაფხულის ცხელ ამინდებში ამგვარი აქსესუარის შეძენა მომგებიანი და სასარგებლო უნდა იყოს. 🙂

Written & Published By George Lomtadze

2010 წელს დიზაინერებმა არა მარტო ახალი ტანსაცმლის კოლექცია შემოგვთავაზეს, არამედ წარმოადგინეს ის ვარცხნილობები რომელიც აქტუალური და მოდური იქნება მთელი წლის განმავლობაში. ესენია: ნაწნავი, კოსა, გრძელი თმები და ა.შ.  პრიორიტეტი ენიჭება იმას, თუ რამდენად ბუნებრივად გამოიყურება თქვენი თმა.

თქვენ უკვე იცით თუ რა ვარცხნილობაა წელს აქტუალური და ახლა უკვე თავად უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარცხნილობა.

Written & Published by Lika Kartozia

როგორც ადრე გაცნობეთ, წლევანდელ სეზონში შეინიშნება პასტელური ფერების დამკვიდრების ტენდენცია, ანუ ისეთი ფერების, რომლებიც არ არის მკვეთრი და უფრო ნაზ ტონალობაშია. ასეთი ფერებია: ღია ვარდისფერი,ცისფერი , ლურჯი, ყავისფერი, მწვანე და ასევე ტონალობები, რომლებიც არის მიღებული სხვადასხვა ფერის შეზავებით. გვსურს შემოგთავაზოთ, ცნობილი ბრენდების სხადასხვა მოდელები, სადაც აშკარად შეინიშნება აღნიშნული ტრენდის თვისობრივი მაჩვენებელი.

BURBERRY PRORSUN

BURBERY PRORSUM

CHANEL JOAILLERIE

LOUS VUITTON

MARNI

MAURIZIO PECORARO

PATEK PHILLIPE

VALENTINO

VIKTOR ROLF

Written & Published By George Lomtadze

ახალი სეზონის კოლექციების შექმნისას დიზაინერები ხელმძღვანელობენ ფრაზით „არაფერი გაქვთ დასამალი!“. ამიტომ ახალ სეზონში აქტუალურია არამარტო გამჭვირვალე ტანსაცმელი და სამოსი, რომელიც ქვედა თეთრეულს მოგვაგონებს, არამედ აბსოლუტურად გამჭვირვალე ჩანთები, კლატჩები, ფეხსაცმელი და სამკაული. გამჭვირვალე პლასტიკა მოულოდნელად გახდა ყველაზე პოპულარული მასალა აქსესუარების დასამზადებლად. ნამუშევრები ფანტასტიკურად გამოიყურება, ისინი მაშინვე იპყრობს ყურადღებას.

Written & Published By George Lomtadze

მათ პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიცაა სოფი ლორენი, უიტნი ჰიუსტონი, მადონა, მონიკა ბელუჩი, აიუმი ჰამასაკი, კრისტინა აგილერა, ისაბელა როსელინი და კაილი მინოუგი. კომპანიის წლიური ფულადი ბრუნვა 700 მლნ ევროს აჭარბებს.

დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.

პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა.

2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.

2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.

* მადონასთვის მათ რეკორდულად მოკლე დროში შექმნეს უდიდესი კოლექცია – 1500 კოსტჲუმი სულ რაღაც ორ თვეში და თანაც ხელით.  აქვე უნდა ითქვას, რომ კონტრაქტში ანაზღაურების თანხა არც კი ყოფილა მითითებული. დიზაინერებმა თითქმის უფასოდ შექმნეს მშვენიერი კოლექცია. ”შესაძლოა ჩვენი შრომის ღირებულებაზე იმიტომ არ ვფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია იმდენი გვაქვს გამომუშავებული, რის გახარჯვას ვერც კი შევძლებთ”-აცხადებენ დოლჩე და გაბანა.
* მოდილიორები წლიურად ცამეტ კოლექციას ქმნიან; თითოეულ კოლექციაში ისეთი რამ არის ხოლმე ჩადებული, რასაც ნოვატორობად მიიჩნევს მოფლიო მოდის ინდუსტრია.
* 1996 წლის კოლექციაში უმკლავებო, შავი ფერის, იატაკამდე დაშვებული კაბები ჭარბობდა, გვერდებზე შეჭრილი და ყელზე მოგდებული შავი შარფით. ეს სამოსი იმდენად ლამაზად იქნა მიჩნეული, რომ მარტო ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის მაღაზიებმა 650 შეკვეთა მისცეს დიზაინერებს.

dolce & gabbana სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე.

Written & Published By George Lomtadze

Mango,Sisley,Mexx,Benetton მაღაზიებში განახლებული 2010 წლის ზაფხულის კოლექცია

პარიზში ჩატარდა შოკოლადის ყოველწლიური გამოფენა. როგორც შოკოლადის მწარმოებლები აცხადებენ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მათ გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა, ვინაიდან სპეციალისტთა შეხედულებით, სტრესის დროს ადამიანი უფრო მეტ ტკბილეულობას იღებს. ახლახანს გაიმართა ძალზე უჩვეულო მოდის ჩვენება-პოდიუმზე გამოჩნდნენ შოკოლადის ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელები. თანაც შოკოლადისგან იყო დამზადებული არამარტო კაბები, არამედ შლაპები, ყელსაბამები და მრავალი სხვა აქსესუარი. ჩვენება კლასიკური მუსიკის თანხლებით მიდიოდა,რომელთა შემსრულებლებმაც (საოპერო მომღერლებმა) სიამოვნებით მოირგეს შოკოლადისგან დამზადებული ორიგინალური სამოსი. გაეცანით ამ ეგზოტიკური მოვლენის ამსახველ ფოტომასალას. 🙂

Written & Published By George Lomtadze

ქალი მაშინ გრძნობს თავს თავდაჯერებულად, მიმზიდველად და სექსუალურად როცა იცის, რომ უზადოდ გამოიყურება და მისი გარეგნობა გარშემომყოფთათვის შესამჩნევია. თუმცა, მთავარი მხოლოდ ის არ არის, რასაც სხვები ხედავენ; უფრო მნიშვნელოვანია ის, რაზეც მხოლოდ თქვენ ან თქვენს რჩეულს მიუწვდება თვალი. გთავაზობთ Victoria’s Secret-ის ქალის თეთრეულის ახალ კოლექციას.

Written & Published By George Lomtadze

წარმოგიდგენთ United Colours of Benneton-ის ორიგინალურ და მოდურ აქსესუარებს, რომელთა გამოყენება თქვენს გარდერობს გამორჩეულსა და სახალისოს გახდის. გაეცანით თითოეულ მათგანს და შეუხამეთ ისინი საკუთარ სტილს!

Written & Published By George Lomtadze