Shopping Style's Blog

ყველაზე ძვირადღირებული საათების ათეული

Posted on: May 7, 2010

დღესდღეობით საათი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია 21 საუკუნის საქმიანი ან ბიზნეს ადამიანისათვის…
გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებული საათის ჩამონათვალს მსოფლიოში.  ზოგი მათგანის ღირებულება მრავალი პრესტიჟული სამკაულის , ტანსაცმლისა და ბუგატის ფასსაც  კი აღემატება.

10.Andreas von Zadora-Gerlof – Timepices

უახლესი მოდელი ”Timepices”  Zadora-Gerlof-ისაგან,  რომელის თავი დაფარულია ოქროს  ყვითელი და შავი ბრილიანტით, თვალები კი გაკეთებულია სამხრეთის ზღვის მარგალიტისაგან.
ეს შედევრი 150 000 $ არის შეფასებული.

9.Romain Jerome-Titanic

ეს არის შვეიცარული რომან ჯერომის შედევრი. იგი ხელნაკეთია და მისი მეტალი არის შერწყმული ლეგენდარული გემის ტიტანიკის ნამსხვრევებთან.
ამიტომაც ატარებს ეს საათი ამ გემის სახელს. მისი ციფერფლატი კი დაფარულია შავი კერამიკით. მისი ფასი სულ რაღაც 155 00 $-ია.

8.Breguet-Double Tourbillon

ბრიჯიტის ორმაგი ტურბილონი არის სოლარის სისტემით  ხელნაკეთი, მისი 95% დაფარულია თეთრი ოქროთი და ლურჯი ფოლადით, რაც ერთიანად 330 000 $ არის შეფასებული.

7.Girard-Perregaux-Opera One

ეს შესანიშნავი პლატინის ქმნილება მოიცავს ალიგატორის ტყავს.მას შეუძლია კოსმიური დროის გამოთვლა მძლავრი ტურბილონის
მეშვეობით რომელიც ოპერირებს წამობრიბი ცდომილების გარეშე დედამიწის ნებისმიერ ადგილას, წყალში და კოსმოსშიც კი.ყველაფერთან ერთად იგი დროის ცვლილებისას ხმოვან სიგნალს გამოსცემს. ეს საათი 500 000 $ ღირს.

6.Breitling-Blancpain

ეს არის ბრეიტლინგის შედევრირომელსაც ასევე გააჩნია თურბილონი და შეუძლია  დროის გამოთვლა ყველანაირ მოქმედებაში ნებისმიერ ადგილზე
ასევე გააჩნია მთვარის კალენდარი და სეკუნდერი. ეს მოდელი შეზღუდული რაოდენობით 30 ცალია დამზადებული და შეფასებულია 785 000 $.

5.Parmigiani Fleurier-Skeleton Chronograph

ამ საათის ყოველი ნაწილი არის პლატინისა და რა საკვირველია მოიცავს დროის  გამოთვლის ყველა მექანიზმს ტურბილონს ქრონოგრაფსა და სეკუნდერს
და აქვს ისეთივე ზარები, როგორიც კათედრალის საათს. იგი 850 000 $ ღირს.

4.Corum-Classic Billionare Turbilon

მილიარდერების საათი ასე უწოდებენ ამ საათს, რომლის ყველა ელემენტი დროის გამოთვლისსიზუსტეს ემსახურება.მისი ფასის საიდუმლოუძვირფასეს  850 ბრილიანტშია.მხოლოდ 10 ცალი არის გაყიდვაში დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე. მისი ფასი შეადგენს 998 000 $.

3.Hublot,Bunter Sa-Big Bang

ეს ჰუბლოტის შედევრი როგორც სურათზე ხედავთ არის მთლიანად ბრილიანტით ნაკეთი და მისი ფასი 1 000 000 $ შეადგენს.

2.  Vacheron Constantin-Tour De i’lle

ეს არის აბსოლუტური შედევრი საათების ისტორიაში შექმნილი 2005 წელს, რომელიც მისი ფასითა და შესაძლებლობებით დღემდე სენსაციად ითვლება. საათი რომელსაც გააჩნია ყველანაირი სახის დროის გამოსათვლელი კომპონენტი, საუკეთესო “2 იერის მქონე” საათი რომელიც 834 ნაწილისაგან შედგება და 17 კარატიანი ოქრო ვერცხლის ნაკეთობებს შეიცავს.
ეს საათი თამამად შეიძლება ითქვას რომ დღემდე 1 ია. მისი ღირებულება 1 500 000 $-ია.

1. Frank Muller-Chornograph minute repeater

ეს არის მსოფლიოში პირველი საათი თავისი ფუნქციებითა და ღირებულებით. ალბათ სურათზეც შეატყობთ თუ რამდენი რამის გაკეთებაშეუძლია ამ პატარა მაჯის საათს. იგი მთლიანად თეთრ ოქროშია ჩასმული და აქვს თითქმის ნახევარჯერ მეტი მექანიზმი ვიდრე
მეორე ადგილოსან Vacheron Constantin-ს, რომელსაც მიულერმა პირველობა ჩამოართვა 2006 წელს. ეს საათის ფასი 2 300 000$ აღწევს.

P.S.მსოფლიოში არის კიდევ რამდენიმე საათი რომელიც საერთოდ შეუფასებელია და ორჯერ აღემატება მიულერის ფასს, როგორიცაა მაგალიტად  Patek Phillipe da IWC  და კიდევ სხვა მრავალი ბრენდი. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტოპ ჩამონათვალი, ამათგან განსხვავებით, სერიული წარმოებისაა და შესყიდვას ექვემდებარება.

Written & Published By George Lomtadze

2 Responses to "ყველაზე ძვირადღირებული საათების ათეული"

Zalian sasageblo da saintereso statiaa!

დიდი მადლობა!:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: