Shopping Style's Blog

Shopaholic = Oniomania

Posted on: April 26, 2010

ონიომანი (ბერძნ. onios — „გაყიდვისთვის“, mania — „სიგიჟე“) ანუ შოპაჰოლიკი არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ნივთის შეძენის დაუძლეველი სურვილი. მსგავსი მანიით შებყრობილი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს შეძენილი ნივთის აუცილებლობასა თუ შემდგომ შედეგებს, უმეტეს შემთხვევაში ის ნაყიდ ნივთს ან მალავს ან საერთოდაც აგდებს, რადგან მას სცხვენია თავისი საქციელის. შოპინგი ხდება „მსხვერპლისთვის“ დასვენებაც, გართობაც და ცხოვრების აზრიც. ამ ყველაფერს 3 მიზეზი აქვს:

1. ადრენალინის წყურვილი

2. მოჩვენებითი ძალაუფლება

3. თავისუფლების ილუზია

ასე ვყიდულობთ მიმზიდველ, მაგრამ უსარგებლო ნივთებს. შედეგი: ბინა უსარგებლო ნივთებით ივსება, ბიუჯეტში კი დაუგეგმავი გარღვევაა.

ტესტი

ჭეშმარიტი შოპაჰოლიკი ხარ, თუ:

1. ყიდვის დროს არ უკვირდები, რას ყიდულობ, რაში გამოგადგება, სად ჩაიცვავ, რამდენად ეხამება შენ სტილს.

2. შინ დაბრუნების შემდეგ აკვირდები ახალ შენაძენს და მრისხანება გიპყრობს: “ეს რა საშინელება შემოუჩეჩებიათ!”

3. სისტემატურად იძენ “არასაშენო“ ნივთებს, თანაც ამას ისე მალე ხვდები, რომ შენაძენით ტკბობას ვეღარ ასწრებ, თუმცა ისე გვიან, რომ მაღაზიაში მის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

4. საყიდლებზე წასვლის სურვილი გიჩნდება, როცა რამეზე ბრაზობ ან უბრალოდ უგუნებოდ ხარ. „მაღაზიებში გავიაროთ, ცოტა გული გადავაყოლოთ“ შენი საყვარელი ფრაზაა.

5. საკუთარ თავს სიტყვას აძლევ: „ამიერიდან ჯერ დავფიქრდები და მერე ვიყიდი”, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ დახლამდე თუ მიგყვება. ჩვევა შენს ნებისყოფაზე ძლიერია.

6. თუ დიდი ხანია ახალი არაფერი გიყიდია, ცხოვრება თითქოს აზრს კარგავს.

თუ უმრავლეს კითხვაზე დადებითი პასუხი გაეცი მიმართე ექიმს ან უმჯობესია ფსიქოლოგს🙂

საინტერესო ფაქტი : აშშ-ს მოსახლეობის 8.5 % შოპაჰოლიკი არის, აქედან 80% ქალია.Written & Published By Sander

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: